სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატ ზურაბ ბელთაძის თქმით, დღეს სავალდებულო სხდომა გაიმართა, რომელიც საპატიმრო ვადის გადახედვას ეხებოდა.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა, რადგან გოგია მისი თქმით, უდანაშაულოა და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება. პარალელურად სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენება შესთავაზეს 10 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორივე პატიმრობაში დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პირველ ნოემბერს დააკავეს. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ლაშა გოგიას და გია გულორდავას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ავტონომიური ინტერნეტის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: გვესტუმრნენ, გაგვამხნევეს მამას ძველმა თანამებრძოლებმა