კოსოვომ საკუთარი არმიის შექმნა დაიწყო,რაზეც ბელგრადი და ნატო წინააღმდეგი არიან

კოსოვოს პარლამენტმა პარასკევს მუდმივი არმიის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. სიახლეს აშშ მიესალმა, თუმცა, ნატომ, სერბეთმა და კოსოვოელმა სერბებმა კანონი უარყოფითად შეაფასეს.
14 დეკემბერს მიღებული სამი კანონის თანახმად, იუგოსლავიის ნახევრად აღიარებული პროვინცია თავდაცვის სამინისტროს შექმნის და კოსოვოს უშიშროების სამსახურების უფლებამოსილებას გაზრდის და მას ამოცანებს გაუფართოვებს, რაც საბოლოოდ რამდენიმე წელიწადში შეიარაღებულ ძალებად ჩამოყალიბდება, სულ 5 ათასი სამხედრო მოსამსახურით და 3 ათასი რეზერვისტით.

ამავე დროს, კოსოვოს პარლამენტმა მომავალ შეიარაღებულ ძალებს პირდაპირ სახელი ვერ უწოდა კოსოვოელი სერბების წინააღმდეგობის გამო.
პრიშტინაში აშშ-ს საელჩომ გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მომხდარი განსაჯა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ის ალიანსთან შეუთანხმებლად მოხდა. მისი თქმით, ახლა ნატოს შეუძლია კოსოვოში მშვიდობისმყოფელების სტატუსს გადახედოს. ეს კონტიგენტი ახლა 4 ათას ადამიანს ითვლის -წერს “ბიბისი” .

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციისთვის მზადებას დაესწრო
შემდეგი სტატიარუსეთში ავტონომიური ინტერნეტის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს