რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში, პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – შესაბამის ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი OVD-Info ავრცელებს.

მათივე ცნობით, 780-ზე მეტი მომიტინგე სანქტ-პეტერბურგში, 119 კი – ურალის ქალაქ უფაში დააკავეს. აქტივისტები პოლიტიკოსის გათავისუფლებას და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ითხოვდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ დედაქალაქში გამართულ აქციაზე 6 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, ნავალნის YouTube არხის ინფორმაციით, კი აქციის მონაწილეების რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო.

პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ დამატებით 22 ათას სამუშაო ვიზას გასცემს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები – მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ცალკეულ წევრებს, გამოავლინონ იგივე სიმამაცე