,,რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარების ესკალაცია თავიდან უნდა იყოს აცილებული”

თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში ესკალაცია თავიდან უნდა ავირიდოთ.
“დილით გაეროს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ვესაუბრე. საჭიროა რუსეთსა და თურქეთს შორის ესკალაცია თავიდან ავიცილოთ”, – აღნიშნა მოგერინიმ.
ამასთან, პენტაგონში განაცხადეს, რომ თურქეთმა აშშ-ს რუსეთის ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მიშელ ბოლდანსის განცხადებით, პენტაგონი ადასტურებს, რომ აღნიშნულ ინციდენტში აშშ-ს ძალები არ მონაწილეობდნენ.
უწყების განცხადებით, თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო, იცავდა რა საკუთარ საჰაერო სივრცეს და არა როგორც “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში აშშ-ს პარტნიორმა კოალიციაში.

banner
წინა სტატიაში„ოცნებაში“ პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელს ეძებენ?
შემდეგი სტატიაპარიზში მეტროს 5 ხაზის პარალიზება მოხდა- მიზეზი ბომბის შესახებ შესული შეტყობინება გახდა