პარიზში მეტროს 5 ხაზის პარალიზება მოხდა- მიზეზი ბომბის შესახებ შესული შეტყობინება გახდა

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ერთი საათით მეტროს 5 ხაზის პარალიზება მოხდა. მიზეზი რესპუბლიკის მოედანზე ბომბის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება იყო.
„უსაფრთხოების ზომების“ ფარგლებში პოლიციამ მოედნის მიმართულებით მოქალაქეების მიმოსვლა შეაჩერა, მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.

მეტროსადგურებში შეზრუდვა შეეხო მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და მე-11 ხაზებს.

საბოლოოდ ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, თუმცა მეტროს მოძრაობა კვლავ შეფერხებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარების ესკალაცია თავიდან უნდა იყოს აცილებული”
შემდეგი სტატიამითი, თითქოს დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქცია, უსაფუძვლოა