რუსეთს ტყვეობაში კიდევ 2500 უკრაინელი ჰყავს – ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთს ტყვეობაში კიდევ 2500 უკრაინელი ჰყავს, მათ შორის არიან ქალები.

ვერეშჩუკი ამბობს, რომ მათ აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან.
„საუბარია 2500 უკრაინელ ტყვეზე. ხალხი რჩება ტყვეობაში და რაც ყველაზე ცუდია, იქ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ზედიზედ რამდენიმე გაცვლისას მშვიდობიანი მოქალაქეები არ გაათავისუფლეს. ეს საკითხი ცალსახად უნდა დავაყენოთ და მოვითხოვოთ მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება.სამოქალაქო მოქალაქეები უნდა დაბრუნდნენ, მათ შორის არის ბევრი ქალი. ქალები უნდა გაათავისუფლონ, საშინლად ექცევიან. ძალადობენ, სცემენ ჩვენს ქალებს, აწამებენ მათ“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

banner
წინა სტატიაშიგივი მიქანაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება დღითიდღე ღრმავდება, ერთმანეთში დაპირისპირებაა, როგორც კი საკითხი შეეხო ფინანსურ საკითხებს, პოზიციები გამოიკვეთა, ვინ იყო კეზერაშვილის დაფინანსებული და ვინ არა
შემდეგი სტატიაზალუჟნი – დავასრულეთ რუსული პროფესიონალური არმია, დროა სამოყვარულოსაც მივხედოთ