რუსეთმა ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციებს “არაკანონიერი” უწოდა

მოსკოვმა “არაკანონიერი” უწოდა სანქციებს, რომელიც ვაშინგტონმა ვენესუელური ნავთობკომპანიებს გამოუცხადა და რომელიც მიმართულია ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ. “ვენესუელის კანონიერმა ხელმძღვანელებმა სანქციები უკვე შეაფასეს როგორც უკანონო. შეგვიძლია ამ დამოკიდებულებას სრულიად შევუერთდეთ” – ჟურნალისტებს კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
როგორც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა, ვენესუელური ნავთობკომპანია PDVSA-ს წინააღმდეგ ზომები იმიტომ მიიღეს, რომ ხელისუფლებაში მყოფი მთავრობის “მოქმედებები შეცვალონ”.

მოსკოვმა, რომელიც მხარს ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს უჭერს, ქვეყნის მიმართ “არაკეთილსინდისიერი კონკურენციის” გამოხატულება უწოდა სანქციებს. კრემლმა თქვა, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველა ღონეს იხმარს დაიცვას ვენესუელა – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისისტემაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხს არა დიმიტრი გვრიტიშვილი, არამედ თეა წულუკიანი უნდა სცემდეს
შემდეგი სტატიაბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს ქათმები, რომელთა კვერცხი კიბოს განკურნებაში ეხმარება