ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს ქათმები, რომელთა კვერცხი კიბოს განკურნებაში ეხმარება
მნიშვნელოვანი
- ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს ქათმები, რომელთა კვერცხი კიბოს განკურნებაში ეხმარება
სხვა სტატიები
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიყვანეს ქათმები, რომელთა კვერცხი ორნაირ ადამიანურ ცილებს შეიცავს და რომელიც ართრიტს და კიბოს რამდენიმე სახეობას ებრძვის. კვერცხში ადამიანური ცილა IFNalpha2a-ია, რომელსაც ძლიერი ვირუსსაწინააღმდეგო და კობოსსაწინააღმდეგო თვისებები აქვს, ასევე, მაკროფაგ-CSF, რომელმაც, იდეის მიხედვით, დაზიანებული ქსოვილების აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი.
ქათმებმა სამკურნალო კვერცხების დადება გენური მოდიფიკაციის შედეგად შეძლეს. მათი დნმ-ი ადამიანის გენს დაამატეს, რომელიც ორგანიზამში მნიშვნელოვანი ცილების წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი – “ბიბისი” წერს.
სამკურნალო კვერცხი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი.