რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთით, სასაზღვრო პუნქტი დაბომბა

რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთით, სასაზღვრო პუნქტი დაბომბა, – ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათი ცნობით, პარასკევს ღამით ჩერნიგოვის რაიონის სოფელ სენკივკასთან დაახლოებით 10 ყუმბარა აფეთქდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყუმბარები რუსეთის ტერიტორიიდან იყო ნასროლი და ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა ტერიტორიის დაბომბვა რუსული ძალების რეგიონიდან გაყვანის შემდეგ ხდება. შეტევის შედეგად მესაზღვრეები არ დაშავებულან.

banner
წინა სტატიაშიარკადი კასრაძე მშობლიურ სოფელ ერგნეთში გადაასვენეს
შემდეგი სტატიათუ პუტინი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, რუსული იმპერიალიზმი დაიმარხება – ჯონსონი