რუსეთმა სირიაში სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა 69–მდე გაზარდა

პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლების გეგმა დაამტკიცა

სირიაში იერიშები რუსეთმა უკვე გაააქტიურა და ქვეყანაში სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა 69–მდე გაზარდა.

ქვეყნის ავიაციამ ბოლო 4 დღის განმავლობაში მებრძოლების 800–ზე მეტი ობიექტი გაანადგურა.

შეტევები განხორციელდა ზღვიდანაც. 18 რაკეტა კასპიის ზღვაში დისლოცირებული სამხედრო ხომალდებიდან გაუშვეს და რაქაში, იდლიბსა და ალეპოს პროვინციებში 7 სამიზნე დაბომბეს.

ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ იერიშების ეს ინტენსივობა ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად საკმარისი მაინც არ არის.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან ვიდეოკონფერენციის დროს რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ოპერაციის მომდევნო ფაზა სასურველ შედეგს მოიტანს.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა
შემდეგი სტატიათბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება