თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

სამუშაოები რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და მის ძირითად ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 2016 წლის გაზაფხულისთვის კი მთლიანად დამთავრდება გარე განათების მონტაჟი და მეორადი გზების დაგება.

ამ ეტაპზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე უკვე დასრულებულია ხელოვნური ნაგებობებისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა. აშენდა საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მხარეს, ასევე, გზის შემოფარგვლის, ტროტუარების მოწყობის, გარე განათების ქსელის მონტაჟისა და გზის გამწვანების სამუშაოები.

თავდაპირველი პროექტი გზის გარე განათების ქსელის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობას არ ითვალისწინებდა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოსახლეობას, შიდა გზების არარსებობის გამო, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხებით, მიიღო გადაწყვეტილება და პროექტში შესაბამისი ცვლილება შეიტანა.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 96 685 218.40 ლარია.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სირიაში სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა 69–მდე გაზარდა
შემდეგი სტატია,,უსაფუძვლოა ვარაუდი, რომ პუტინთან კავშირის შედეგად ყველას დაავიწყდება უკრაინა და რუსეთთან დაკავშირებული საკითხები”