რუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია…

ფინური საინფორმაციო სააგენტო Yle-ს ცნობით, რუსულმა ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია…

გავრცელებული ინფოპრმაციით, 10 დეკემბერს დილის 10 საათისთვის, ამოუცნობმა ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია… ვერტმფრენი კუნძულ ჰაპასაარისთან ახლოს, ფინეთის ტერიტორიული წყლების თავზე, 9 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა ფინეთის საჰაერო სივრცეში და დაახლოებით 10 წუთის მანძილზე იმყოფებოდა იქ…

,,ვერტმფრების ეკიპაჟი რეაგირებას არ ახდენდნენ ფინური საჰაერო ძალების რადიომიმართვებზე… ისინი მალევე მობრუნდნენ უკან, რუსეთის ტერიტორიაზე,, აცხადებს ფინეთის ხელისუფლება, რომელიც ინციდენტის შემდეგ ახსნა-განმარტებისთვის მოსაზღვრე ვიბორგის ოლქში, რუსეთის სამხედრო სარდლობას დაუკავშირდა, აცხადებს ფინური მედია.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიყირიმის პოლიციამ დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააკავა
შემდეგი სტატიადრანდის ციხიდან გაქცეული ბაჩუკი ლატარია, აფხაზებმა იმავე დღეს დაიჭირეს…