ყირიმის პოლიციამ დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააკავა

roman_spiridonovყირიმის სამოქალაქო ბლოკადასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა ყირიმელი ჟურნალისტი რომან სპირიდონოვი – ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა „ყირიმი. რეალიები“.
დილით რომან სპირიდონოვის ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა. მისი მეუღლის სიტყვებით, ჩხრეკის ოქმში ეწერა, რომ პოლიციელები ეძებდნენ ნარკოტიკებს, იარაღს და ექსტრემისტულ ლიტერატურას. ჩხრეკა 2,5 საათი მიდიოდა.
„ჩაატარეს ჩხრეკა, მის ბინაში და მისი მშობლების სახლში ამოიღეს პლანშეტი. ყველაზე პიკანტური სიტუაცია ის იყო, რომ სამზარეულოში, მაცივარზე ნახეს საქაღალდე, რომელშიც იპოვეს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოამზადო ასაფეთქებელი მოწყობილობა. რომანი ამტკიცებს, რომ ეს მისი არ არის“ -განაცხადა ჟურნალისტის ადვოკატმა ტემიშევმა.
ჩხრეკის დაწყების დროს ადვოკატი არ იმყოფებოდა სპირიდონოვის ბინაში, ის მოგვიანებით მივიდა. „ჩხრეკის დროს წაიღეს მხოლოდ ციფრული აპარატურა. პოლიციელები ზრდილობიანად იქცეოდნენ, ჩხრეკის შემდეგ დაკითხვაზე შემომთავაზეს წაცლა, მაგრამ ვიანიდან ჩემს ადვოკატს სასამართლო სხდომა ჰქონდა, ჩვენ ვთხოვეთ, რომ გადაეტანათ “ – თქვა ჟურნაისტმა.
რუსეთში, ყირიმის სამოქალაქო ბლოკადის ინიციატორის, ტელეარხის – ATR მფლობელის ლენურ ისლიამოვზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სპირიდონოვი ადრე ამ არხზე მუშაობდა, მაგრამ ამჟამად დამოუკიდებელი პროდაკშნ-სტუდიის QaraDeniz production რედაქტორია.
ერთი დღით ადრე ჩხრეკა ჩაატარეს ATR-ს ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ელზარა ისლიამოვასთან. 2 დეკემბერს კი ამავე არხის დირექტორის მოადგილესთან, ლილი ბუჯუროვასთან.
მას შემდეგ, რაც შეწყდა ტელეარხის ATR მუშაობა, ისლიამოვამ და ბუჯუროვამ ერთობლივად შექმნეს დამოუკიდებელი პროდაკშნ-სტუდია QaraDeniz production.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე “თაიმერს” მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის
შემდეგი სტატიარუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია…