რუსეთმა ნასას სპირტის სუნის გამო მიმართა

რუსეთმა ნასას მოთხოვნა გაუგზავნა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იზოპროპილის სპირტის გამოყოფას ეხება – გაგარინის სახელობის კოსმონავტების მომზადების ცენტრის დირექტორმა პაველ ვალსოვმა თქვა 10 აპრილს სააგენტო “რია ნოვსტისთან” ინტერვიუში – “დოიჩე ველე” წერს. ვლასოვის თქმით, გამოყოფა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდი Dragon 2 დაფრინდა საერთაშორისო სადგურზე. სპირტი ცეცხლსაშიში და მომწამვლელია. ჰაერში მისი დაშვების კონცენტრაცია 10 მილიგრამია კუბურ მეტრზე. ორგანიზმში ის არ ილექება.

მიმდინარე მომენტში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი რუსი, ორი ამერიკელი და ერთი კანადელი ასტრონავტი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიშსს – წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი პოზიტიურად აფასებს პოლიციის ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის მიმართულებით
შემდეგი სტატიაგერმანიაში ლტოლვილებს გამვლელებზე თავდასხმის ფაქტზე განაჩენი გამოუტანეს