გერმანიაში ლტოლვილებს გამვლელებზე თავდასხმის ფაქტზე განაჩენი გამოუტანეს

ქალაქ ამბერგეში ბავარიის ადმინისტრაციულმა სასამართლომ პარსკევს, 10 მაისს ოთხ ლტოლვილს, რომლებიც ბრალდებული არიან გამვლელების ცემაში, განაჩენი გამოუყანა. 18 წლის ირანელს, როგორც არასრულწლოვანს, დანაშაულის დაფარვის გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სამ ავღანელს კი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ინციდენტში, 6-დან 13 თვემდე თავისუფლების აღკეთა მიესაჯათ პირობითი ფორმით. მათ ასეთი შედარებით რბილი განაჩენი სასამართლოსთან და პროკურატურასთან თანამშრომლობის გამო მიიღეს – “დოიჩე ველე” წერს.
შემთხვევა 2018 წლის დეკემბერში მოხდა. ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლტოლვილებმა გამვლელებზე რამდენიმე თავდასხმა მოახდინეს. სულ, დაშავებულად 21 პირი ცნეს. მათგან 15-მა მსუბუქი დაზიანება მიიღო. თავდასხმის მოტივი სასამართლომ ვერ დაადგინა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ნასას სპირტის სუნის გამო მიმართა
შემდეგი სტატიაკახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა