რუსეთმა ერთადერთი ავიამზიდი სირიის სანაპიროებში გადაისროლა

მძიმეწონიანი ავიამზიდი ხომალდი “ადმირალ კუზნეცოვი” დღეს რუსეთმა სამხედრო გემების გაცილებით სირიისკენ გააგზავნა.
ერთადერთი რუსული ავიამზიდი რუსეთის ფედერაციის მუდმივ ოპერატიულ გაერთიანებაში შევა.
სავარაუდოდ, ხომალდი გაგზავნილია 4-5 თვით. მისი ავიაფრთის ნაწილია უახლოესი ავიაგამანადგურებლები МиГ-29КР და МиГ-29КУБР, ასევე თვითმფრინავები Су-33 და სამხედრო ვეტმფრენები Ка-52К.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ოპერატიული გაერთიანება ხმელთაშუაზღვაში, დაახლოებით 10 ხომალდს ითვლის.

banner
წინა სტატიაში“ბოროტი ბიძიები, არჩევნების პირველი ტურის მერე დარბიან და ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში”
შემდეგი სტატიაათობით ათასი ადამიანი მეფესთან გამომშვიდობების რიგში დგას