რუსეთმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლის მიხედვით, რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თითქმის მთელი შემადგენლობა სანქციების სიაში შეიყვანეს, რუსეთში პერსონალური შეზღუდვები შემოიღეს ლორდთა პალატის 154 წევრის მიმართ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა:

“ამ 154-მა ადამიანმა პირდაპირი წვლილი შეიტანა ლონდონის ანტირუსული სანქციების შემუშავებაში, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის პოლიტიკური იზოლაციისა და მისი ეკონომიკის განადგურების პირობების შექმნას, გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ანტირუსული მოქმედებების გასაძლიერებლად. ეს არის ისტერია დიდ ბრიტანეთში, რომელიც გამოწვეული იყო ბრიტანეთის კონსერვატიული მთავრობის რუსოფობიურ პოლიტიკური კურსით”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაბსურდული და შეურაცხმყოფელია ინფორმაცია, რომ „ვივამედს“ არ შესწევს უნარი, დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი, მიუღებელია კლინიკაზე და ექიმებზე ზეწოლა – ვივამედი
შემდეგი სტატიაპარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო