პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილა და 77 ხმით, ერთხმად მიიღო კანონპროექტი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ცვლილებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფასთან და იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.

საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის, ასევე მათი თანამდებობაზე დანიშვნასა და მათ მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კანონპროექტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ შესულა.

პარლამენტმა ასევე მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა თანმდევ კანონპროექტებს, რომელთა მიხედვით ცვლილებები ასევე შედის პატიმრობის კოდექსში, საჯარო სამსახურის და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონებში.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებს ანრი ოხანაშვილს, ალუდა ღუდუშაურს, დავით მათიკაშვილს, გურამ მაჭარაშვილს, რატი იონათამიშვილს, ალექსანდრე ტაბატაძეს და მიხეილ სარჯველაძეს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიაშუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღი იცვლება