ჩვენ ეს შევძელით, რეზოლუცია მიღებულია! „ალდე“ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას – ვაშაძე

ჩვენ ეს შევძელით! რეზოლუცია მიღებულია, „ალდე“ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას”, – წერს „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

დუბლინში, სადაც ALDE- ს ყრილობა მიმდინარეობს, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის”, “თავისუფალი დემოკრატების”, “რესპუბლიკური პარტიის”, “გირჩი მეტი თავისუფლების” და “ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივით , ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

დუბლინში, ორი დღეა ALDE- ს ყრილობა მიმდინარეობს. ALDE აერთიანებს ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და 79 მოქმედ მინისტრს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გერმანიის ბუნდესტაგმა 100 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის ფონდი შექმნა
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოლაევის ერთ-ერთ უბანს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა