რუსეთის თავდასხმები კრემლის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მიუთითებს – პრაისი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე კრემლის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მიუთითებს.

მისივე თქმით, ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეკისრება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას საჭირო შეიარაღებით განაგრძობს.

“ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა დონეზე დაეცა პუტინი და მისი გარემოცვა. რუსული რაკეტები სათამაშო მოედნებს, უნივერსიტეტებს, საცხოვრებელ შენობებსა და ქალაქის გადატვირთულ ქუჩებს მოხვდა. ეს დარტყმები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის არსი მხოლოდ და მხოლოდ სისასტიკეა. ეს კრემლის რეჟიმის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მეტყველებს. ამ ომში ერთი აგრესორია და ეს რუსეთია. ერთადერში ადამიანი, რომელსაც ამ ომის შეჩერება და რუსული ჯარების გაყვანა შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინია”. – აცხადებს ნედ პრაისი.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – სპეკულაციებს ვხედავთ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ – რუსეთს გარკვევით შევატყობინეთ, რომ ამას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება
შემდეგი სტატიაუკრაინულმა საზენიტო სისტემამ 18 წუთში ოკუპანტების 4 ვერტმფრენი გაანადგურა