იენს სტოლტენბერგი – სპეკულაციებს ვხედავთ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ – რუსეთს გარკვევით შევატყობინეთ, რომ ამას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება

ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და კონფლიქტის, ომის თავიდან ასაცილებლად არსებობს – ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ სპეკულაციებს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და გარკვევით შევატყობინეთ რუსეთს, რომ ამას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება ნატო-ს პასუხი რუსეთის მხრიდან ბირთვული დარტყმის შემთხვევაში.

„რუსეთმა იცის, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასდროს უნდა აწარმოო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ პოზიციას და მასში ცვლილება არ დაგვიფიქსირებია, მაგრამ ვიქნებით ფხიზლად, გავაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს, რადგან ბირთვული საფრთხეები, ბირთვული რიტორიკა და ფარული მუქარა რუსეთისგან არის საშიში და უგუნური“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილმა წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვაზე – თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, ეს პიროვნებაა – ნებისმიერი სახის პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია
შემდეგი სტატიარუსეთის თავდასხმები კრემლის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მიუთითებს – პრაისი