უკრაინულმა საზენიტო სისტემამ 18 წუთში ოკუპანტების 4 ვერტმფრენი გაანადგურა

18 წუთში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამპყრობლების ოთხი ვერტმფრენი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„12 ოქტომბერს დილის 8:40 საათიდან დილის 08:58 საათამდე, უკრაინის სამხრეთით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52).

წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი – საკონტაქტო ხაზს იქით“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ დადასტურებული ჩამოგდებული თვითმფრინავების რაოდენობა გაიზარდოს! შეიარაღებული ძალები კიდევ ორი რუსული ვერტმფრენის განეიტრალებას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდასხმები კრემლის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მიუთითებს – პრაისი
შემდეგი სტატიაქალაქი ფოთი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა