რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმში საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა

ყირიმის ჯანკოისკის რაიონის სოფელ მაისკოეს მახლობლად მდებარე საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. სოფლის საბჭოს ხელმძღვანელზე, ნიკოლაი კარპეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

”დიახ, იყო საბრძოლო მასალის აფეთქება. ეს მოხდა დაახლოებით დილის ექვს საათზე,” – განაცხადა კარპეცმა რუსულ მედიასთან საუბარში.

საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

„ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, საბრძოლო მასალის დროებითი შესანახ ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც საბრძოლო მასალა აფეთქდა“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, არსებული ინფორმაციით, სერიოზული დაზიანება არავის მიუღია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა, დაახლოებით 43 900 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში