რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის თემაზე ბრიფინგი გამართა (ვიდეო)

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კირილოვმა ბრიფინგი ჩაატარა, რომელიც რუსეთში მყოფი იგორ გიორგაძის მიერ, “საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით მიწოდებული მასალებს მიეძღვნა”. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ გამოქვეყნებული მასალების ანალიზი გააკეთა – 4 ოქტომბერს რუსული მედია წერს.

“აშშ-მ არა ერთხელ განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში ბიოლოგიურ იარაღს არ აწარმოებს. ეს ობიექტი აშშ-ს ეკუთვნის. მისი მისიაა მოქალაქეების ბიოლოგიური საშიშროებისგან დაცვა, ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესება საქართველოს, ამიერკავკასიისა და მსოფლიო საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ამასთანავე, დოკუმენტები, რომელიც იგორ გიორგაძემ წარმოადგინა, ამერიკული მხარის განცხადებას უარყოფს და ადასტურებს ჩვენს ეჭვებს აშშ-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არაკანონიერი მოქმედებების შესახებ, მათ შორის, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის გვერდის ავლით” – განაცხადა კირილოვმა.
“ლუგარის ლაბორატორია საქართველოში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მშენებლობა, ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ს მიერ გამოქვეყნებული მასალებით, პენტაგონს 160 მილიონზე მეტი დაუჯდა. როგორც გიორგაძის მიერ გავრცელებულ მასალებშია ნათქვამი, 2018 წელს ლაბორატორიას კიდევ ერთი რვასართულიანი კორპუსი დაემატა.
რატომ იწვევს ლაბორატორია რუსების შეშფოთებას?
პირველ რიგში ის, რომ ახალი შენობის ორი სართული მთლიანად გამოყოფილი აქვთ აშშ-ს ჯარის ქვედანაყოფებს, ასევე, არსებობს ცალკეული ზონები პაციენტებთან სამუშაოდ, რომლებიც დაინფიცირებული არიან განსაკუთრებით საშიში ინექციით. მეტიც, საქართველოს მიერ გაეროში ყოველწლიურად წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ტიპიური ჭირის საწინააღმდეგო ცენტრისგან განსხვავებით ობიექტზე გადაჭარბებულია: 1. 16-ჯერ შენობის ფართობი (500-დან 8 000 კვ/მ-მდე); 2. ცენტრის პერსონალის რაოდენობა 4-ჯერ მეტია (50-დან 200 ადამიანი); 3. ორჯერ მეტია საშიში ინფექციური დაავადებების კვლევის რაოდენობა (14-დან 31-მდე); ასევე, გიორგაძის ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტები ცენტრის ტერიტორიაზე თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან და ამერიკულ დოკუმენტებთან წვდომა არა აქვთ, ქართველ თანამშრომლებს ინფორმაცია არა აქვთ ცენტრში პენტაგონის მიერ წარმოებულ კვლევებზე” – ამბობს გენერალ-მაიორი და ასკვნის, რომ იგორ გიორგაძის მიერ გამოქვეყნებული მასალები რუსეთის სამხრეთ ნაწილის ბიოლოგიური მდგომარეობის ახლებურად აღქმას უწყობს ხელს. “კერძოდ, 2007-2018 წლებში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში გავრცელდა აფრიკული ღორის ჭირი. აღნიშნულ ქვეყნებში მკვდარი ცხოველების შტამი საქართველო-2007-ის მსგავსი აღმოჩნდა. რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, რუსმა მეწარმეებმა 5 მილიარდის პირდაპირი ეკონომიკური ზარალი მიიღეს, ირიბად კი – 50 მილიარდის. გარდა ამისა, ლუგარის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში განსაკუთრებით ძლიერად ვრცელდება დაავადებები, რომლის გადამტანები მწერები არიან. დაავადებათა გადატანის არატიპიური დინამიკა გვაიძულებს იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყურადღებით დავაკვირდეთ, რომელიც ამერიკელების მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისა და მიწოდების ტექნიკურ საშუალებებს ეხება. მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატი დაავადებული მწერების ჰაერში გასავრცელებლად და სხვა” – ბრიფინგზე თქვა რუსმა მაღალჩინოსანმა.

“აშშ თანმიმდევრულად აძლიერებს საკუთარ ბიოლოგიურ პოტენციალს და აკონტროლებს პათოგენური მიკროორგანიზმების ეროვნულ კოლექციებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. დღეისათვის ფუნქციონირებს და მუდმივად ნახლდება აშშ-ს კონტროლს ქვეშ მყოფი 30 ლაბორატორია, რომელთაც ბიოლოგიური დაცვის უმაღლესი დონე აქვთ, რასაც გაეროს მონაცემებიც ადასტურებს.
ლაბორატორიის განთავსების ადგილებიც, ჩვენი აზრით, შემთხვევითი არ არის – ბევრი მათგანი რუსეთთან და ჩინეთის ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს და ჩვენი სახელმწიფოებისთვის მუდმივ ბიოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. საშიშროებას წარმოადგენს ჩვენი მოქალაეების ბიოლოგიური მასალების შეგროვება გაურკვეველი მიზნებისთვის, ასეთია რუსების სინოვიალური ქსოვილების შეგროვების მცდელობა და სხვა…
ამდაგვარად, იგორ გიორგაძის მიერ შეგროვებული მასალების ანალიზი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შეშფოთებას იწვევს და იმაზე მოწმობს, რომ აშშ საკუთარ ქმედებებს საერთაშორისო ხელშეკრულებების გვერდის ავლით ანხორციელებს” – თქვა იგორ კირილოვმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ანუ, “ლუგარის ლაბორატორია”, როგორც მას უწოდებენ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. ის აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA ) დაფინანსებით აშენდა და 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორია 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაშია.

იგორ კირილოვის გამოსვლის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ თანდართულ ვიდეოში:
ვიდეო:

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: მიდის ვაჭრობა რომ ჯიბლაძემ ჩვენება არ მისცეს გამოძიებას
შემდეგი სტატიასამეცნიერო სკანდალი: მეცნიერები ფეიკ-კვლევებს წერდნენ რომ ცრუ-მეცნიერება ემხილათ