სამეცნიერო სკანდალი: მეცნიერები ფეიკ-კვლევებს წერდნენ რომ ცრუ-მეცნიერება ემხილათ

დასავლეთის სამეცნიერო წრეები მასშტაბურმა სკანდალმა მოიცვა. სამმა ცნობილმა მეცნიერმა აღიარა, რომ მთელი წლის მანძილზე ატარებდნენ არც თუ მთლად ეთიკურ სოციალურ ექსპერიმენტს. ისინი სრულიად უაზრო და ზოგჯერ აბსურდულ სამეცნიერო სტატიებს წერდნენ სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში, რომ დაემტკიცებინათ, რომ დიდი ხანია იდეოლოგია ჯანსაღ აზრზე მაღლა დგას.

მეცნიერები ნაშრომებს გამოგონილი სახელებითა და გვარებით წერდნენ. როგორც ავტორები თვლიან, სტატიები წარმატებით გადიოდნენ შემოწმებას და ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში ბეჭდავდნენ. ერთმა ძალიან აბსურდულმა სტატიამ კი – იმაზე, რომ პარკში ძაღლებს შორის სექსი აუცილებელია დანახულ იქნეს გაუპატიურების კონტექსტის კულტურაში – სამეცნიერო ჯილდოც კი მოიპოვა.

მეცნიერების მიზანია ჭეშმარიტების დადგენა. ავტორები ირწმუნებიან, რომ სოციალური კვლევების სფეროში სიმართლე დიდი ხანია არავის აინტერესებს. მთავარია – ეს იდეოლოგიურ ნორმებს შეესაბამებოდეს: ყველანაირი მჩაგვრელების განსჯა და “დამცირებულებისა და შეურაცხყოფილების” მხარდაჭერა.
სამეცნიერო დისიდენტებმა საკუთარი სახელები თვითონვე გაასაჯაროვეს, როცა ჟურნალ Areo-ს წერილი მისწერეს საკუთარ ექსპერიმენტზე. მათი სახელებია: ჯეიმს ლინდსი, ჰელენ პლაკროუზი და პიტერ ბოგოსიანი.

ლინდსი – მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია, ცნობილი სკეპტიკოსი, ათეისტი და რამდენიმე ძალიან გახმაურებული წიგნის ავტორი, მათ შორის “ყველა ცდება ღმერთთან დაკავშირებით ” (Everybody Is Wrong About God) და “სიცოცხლე სიკვდილის შუქში” ((Life In Light of Death).
პლაკროუზი – აღორძინების ხანის რელიგიური ლიტერატურის სპეციალისტია. თავის ნაშრომებში ის იკვლევს თუ როგორ იყენებდნენ XIV-XVII საუკუნის ქალები ქრისტიანულ ტექსტებს საკუთარი უფლებების დასაცავად.
ბოგოსიანი – ამ ტრიოდან ყველაზე ცნობილია – ის პორტლენდის უნივერსიტეტის პროფესორია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სპეციალიზაციაა სწავლების ფილოსოფია, კრიტიკული აზროვნება. ის, ასევე, ფონდ “მეცნიერებისათვის და ჯანსაღი აზრისთვის” წევრია, რომელიც ცნობილმა ბრიტანელმა ბიოლოგმა და მწერალმა რიჩარდ დოკინსმა დააარსა.

სამივე მათგანი საკუთარ პოლიტიკურ რწმენას ასე განსაზღვრავს – “ლიბერალები, რომლებიც მემარცხენე შეხედულებებს აბალანსებენ”.
სამეცნიერო წრეების სამივე წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სოციალურ მეცნიერებათა გარკვეულ მიმდინარეობებში “სოლიდური ადგილი დაიკავეს სამეცნიერო ნაშრომებმა, რომელთა საფუძველია არა სიმართლის ძებნა, არამედ, სოციალური უთანასწორობის გამოვლენა და მისი ბოროტად გამოყენება”. “ასეთი ნაშრომების ავტორები სტუდენტებზე, ადმინისტრაციაზე და სხვადასხვა ფაკულტეტების თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენენ, მათ აიძულებენ გაიზიარონ საკუთარი მოსაზრება. ამასთანავე, ეს შეხედულებები აბსოლუტურად არამეცნიერულია” – წერილის ავტორები ირწმუნებიან.

2017 წლის აგვისტოდან ლინდსიმ, ბოგოსიანმა და პლაკროუზმა გამოგონილი სახელებით ცნობილ და ავტორიტეტულ ჟურნალებში 20 სტატია გააგზავნეს, როგორც ჩვეულებრივი სამეცნიერო გამოკვლევა.
კვლევების თემატიკა სხვადასხვა იყო, თუმცა, ყველა სოციალურ უსამართლობებს ეხებოდა: ფემინისზმის კვლევა, მამაკაცურობის კულტურა, რასობრივი და სექსუალური იდენტობის საკითხები, ბოდიპოზიტივი და სხვა.
ყველა მათგანში რაიმე ტიპის სკეპტიკურ-რადიკალური თეორია იყო წამოჭრილი, რომელიც ამა თუ იმ სოციალურ კონსტრუქციას აკრიტიკებდა (მაგალითად, გენდერული როლი), ამასთანავე, თვითონ ნაშრომები აშკარად აბსურდული იყო, ავტორები მათ ხუმრობით წერდნენ, რომელსაც, წესით, კვლევა არასერიოზული უნდა გაეხადა. ამავე დროს, მეცნიერული კუთხით, სტატიები ვერ უძლებდნენ ვერანაირ კრიტიკას: ხშირად არ არსებულ წყაროებს ეყრდნობოდნენ, ახსენებდნენ ფიქტიურ ავტორებს, მოყვანილი არ იყო სტატისტიკა და სხვა.
მაგალითად, ერთ ერთ ნაშრომში საუბარი იყო იმაზე, რომ მამაკაცები ისე უნდა გაიწრთონ, როგორც ძაღლები, მეორე ნაშრომში საუბარი იყო იმაზე, რომ თეთრკანიანი სტუდენტები უნდა აეძულებინათ ესმინათ ლექციები ისე, რომ ჯაჭვით დაბმულები იატაკზე უნდა მჯდარიყვნენ – მონობის გამო, მათი წინაპრების დასჯის მიზნით.
მესამე სტატიაში ნათქვამი იყო რომ ჭარბწონიანობა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია, ზრდასრული ადამიანის თავისუფალი არჩევანია, მეოთზე სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ მასტურბაცია, რომლის დროსაც მამაკაცი ქალს წარმოიდგენს, შეფასებულიყო როგორც სექსუალური ძალადობის აქტი. სტატიაში “მკერდი” მკვლევარები სერიოზულად სვამდნენ შეკითხვას, თუ რა იტაცებთ ქალებს ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში. ფემინიზმის შესახებ ერთ-ერთ სტატიაში “ჩვენი ბრძოლა ჩემი ბრძოლაა” – ადოლფ ჰიტლერის “მაინ კამპფიდან” ციტატები იყო მოყვანილი.

20 სტატიიდან მინიმუმ შვიდის რეცენზია წამყვანმა მეცნიერებმა დაწერეს და გამოაქვეყნეს. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც რეცენზენტს დაებადა იყო: ნამდვილად აკვირდებოდა თუ არა სტატიის ავტორი პარკში ძაღლების სექსს. “მინიმუმ შვიდი” იმიტომ, რომ სხვა შვიდი სტატია განხილვის სტადიაში იყო იმ მომენტისთვის, როცა მეცნიერებმა ექსპერიმენტი შეაჩერეს.

სტატია “ძაღლების პარკი” გამოაქვეყნა ჟურნალმა Gender, Place and Culture და მას სოციალურ ქსელებში დასცინეს. “კვლევა” იმდენად სასაცილო იყო, რომ მან მეცნიერების ყურადღება მიიპყრო, რომლებიც მის აბსურდულობაზე საუბრობდნენ, ასევე ჟურნალისტების, რომელთაც ავტორთან სურდათ დაკავშირება. Wall Street Journal -მა რედაქციაში დარეკა და ავტორთან შეხვედრა ითხოვა. შეხვედრაზე კი ჯეიმს ლინდსმა ექსპერიმენტზე მოუთხრო ჟურნალისტს. სტატია 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა ღია წერილთან ერთად. სკანდალმა ამერიკელი და ზოგადად, დასავლელი მეცნიერები შოკში ჩააგდო. მეცნიერმა-დისიდენტებმა არა მხოლოდ ღია კრიტიკა დაიმსახურეს, არამდე მხარდამჭერებიც იპოვეს.

ჯეიმს ლინდსმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც თავის პოზიციაზე ისაუბრა: “ჩვენ ვთვლით, რომ გენდერის თემები, რასობრივი იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, ცხადია, გამოსაკვლევია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისინი სწორად იქნეს გამოკვლეული, წინასწარი განწყობების გარეშე. პრობლემა ზუსტად ამაში მდგომარეობს – თუ როგორ შევისწავლით მას. არსებული კულტურა გვკარნახობს, რომ მისაღებია მხოლოდ გარკვეული სახის დასკვნები, მაგალითად, რომ თეთრი კანის ფერი, ან მამაკაცურობა პრობლემის ნაწილია. ასევე, სოციალური უთანასწორობის გამოვლენა ობიექტურ სიმართლეზე მაღლა დგას ” – მეცნიერი ამბობს. ექსპერიმენტის ავტორები ამბობენ რომ პროექტმა გაამართლა.
სამეცნიერო ჟურნალებს, სადაც “კვლევები” დაიბეჭდა, მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, ისინი აიღეს.

სტატია გამოქვეყნდა “ბიბისიზე”

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის თემაზე ბრიფინგი გამართა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 17 პუნქტი დახურა