რუსეთის შესახებ სპეცპროკურორ მიულერის მოხსენებას 18 აპრილს გაასაჯაროვებენ

აშშ-ს სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მოხსენება, რომელიც 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს იძიებდა, 18 აპრილს, დილით გამოქვეყნდება. ამის შესახებ 15 აპრილს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს. მოხსენების ნაწილი საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იქნება – ადრე აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა. მისი თქმით, არ გასაჯაროვდება ინფორმაციები სპეცსამსახურების წყაროების შესახებ, ასევე, გამოძიებისთვის იმ მეორეხარისხოვანი პირების მონაცემები, რომელთათვისაც ბრალდება არ წაუყენებიათ.
დონალდ ტრამპმა აღნიშნულ გამოძიებას “ჰაერში გაფლანგული დრო” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიდედა და ორი მამა: არწივების არატრადიციული ოჯახი იპოვეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაბელგიაში დააკავეს ბელგიელი, რომელიც ტერაქტის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი