ბელგიაში დააკავეს ბელგიელი, რომელიც ტერაქტის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი

ბელგიის მთავრობამ განაცხადა, რომ დააკავეს ბელგიელი, რომელიც ტერორისტულ ჯგუფშია გაწევრიანებული და ტერაქტის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი – წერს Associated Press-ი. ორშაბათს ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ 22 წლის ჯიმი კ.-ს “ტერორისტულ მოქმედებებში ედება ბრალი”. ეჭვმიტანილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბელგიის სამ ქალაქში სპეცოპერაცია ჩატარდა.
ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, რომ დაკავებულმა რამდენიმე წლის წინ ისლამი მიიღო და რადიკალებს შეუერთდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შესახებ სპეცპროკურორ მიულერის მოხსენებას 18 აპრილს გაასაჯაროვებენ
შემდეგი სტატიაკახა მიქაიამ “დაიცავი საქართველო” დატოვა