დედა და ორი მამა: არწივების არატრადიციული ოჯახი იპოვეს (ვიდეო)

მისისიპის სანაპიროზე არწივების უცნაური ოჯახი ცხოვრობს. ოჯახში არის ორი მამა და ერთი დედა. ორივე მამა ვალორ I და ვალორ II მამის ფუნქციებს ასრულებს და შთამომავლობისთვის ზრუნავს. ეს ძალიან იშვიათი მაგალითია არატრადიციული ოჯახის. მსგავსი შემთხვევები სულ რამდენჯერმე დაფიქსირდა – 1977 წელს ალიასკაზე, 1983 წელს მინესოტიზე და 1992 წელს კალიფორნიაში.
მისისიპის მაგალითი იმით განსხვავდება ზემოთაღნიშნულებისგან, რომ ვალორ I და ვალორ II, ორივეს მამის ფუნქცია აქვს, წინა წლების შემთხვევებში კი მესამე არწივი ძიძის როლში იყო.

როგორც მდინარე მისისიპის ეროვნული ნაკრძალის თანამშრომლებმა თქვეს, აღნიშნული ოჯახი უკვე რამდენიმე წელია ასე ცხოვრობს – “ბიბისი” წერს.

 

https://www.youtube.com/watch?v=hC4ZizXm3aU

banner
წინა სტატიაშიგენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთის შესახებ სპეცპროკურორ მიულერის მოხსენებას 18 აპრილს გაასაჯაროვებენ