რუსეთის საგარეო უწყება მამუკა ბახტაძეს-ვიმედოვნებთ, რომ თავად ქართველი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტული ვარჯიშისგან თავისუფალ დროს მაინც, აცნობიერებენ რეალურ მდგომარეობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას ეხმაურება.

“ყურადღება მივაქციეთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, სადაც ის რუსეთს მოუწოდებს გაურკვეველ “მშვიდობიან ინიციატივას” წინააღმდეგობა არ გაუწიოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. გამოსვლამ უცნაური შეგრძნება დატოვა. როგორც ვხედავთ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უკიდეგანოდ განსხვავებული რეალობის წარმოდგენის შემქნას ცდილობენ, ვიდრე სინამდვილეშია, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა დიდი ხნის წინ სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა “რუსი ოკუპანტები”. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ თვითონ ქართველი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტული სავარჯიშოებიდან თავისუფალ დროს მაინც ხვდებიან რეალურ მდგომარეობას. თბილისის “მშვიდობიანი ინიციატივის” ბედი მოსკოვში არ წყდება, არამედ, უგამონაკლისოდ მაშინ, თუ როგორ აღიქვამს ამას სოხუმი და ცხინვალი. როგორც ცნობილია, რუსეთი დიდი ხანია ჟენევის დისკუსიებში აფხაზეთთან და ოსებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. საქართველოს მხარემ ჟენევის დისკუსიებში უნდა ისაუბროს საკუთარ წინადადებებზე, სადაც, გაეროსგან განსხვავებით, ამ რესპუბლიკების წარმომდგენლები სხედან” – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ კომენტარში.

მამუკა ბახტაძემ საკუთარ გამოსვლაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა:“საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა. ჩვენ საუკუნოვანი საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც დარწმუნებული ვარ, მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას”. ასევე, საქართველოს პრემიერმა რუსეთის ოკუპაციაზე ისაუბრა და მას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

 

banner
წინა სტატიაშიმუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული ამბულატორია გაიხსნა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი: „იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მისული იუსტიციის სახლში“