მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული ამბულატორია გაიხსნა

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული საექიმო ამბულატორია გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა ესწრებოდნენ.

მუჟავას საექიმო ამბულატორიის მშენებლობისა და აღჭურვის პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თემი და გარემო“.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა „მედიკორი“ (ლიხტენშტეინი).

აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის მიერ სოფელ მუჟავაში აშენდა და აღიჭურვა საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაში87 წლის ასაკში ქართველი კლასიკოსი მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება მამუკა ბახტაძეს-ვიმედოვნებთ, რომ თავად ქართველი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტული ვარჯიშისგან თავისუფალ დროს მაინც, აცნობიერებენ რეალურ მდგომარეობას