რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და უკრაინას შორის, აზოვის ზღვისა და ქერჩის ყურის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული თანამშრომლობის შეთანხმების გაუქმების კანონპროექტი დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და უკრაინას შორის, აზოვის ზღვისა და ქერჩის ყურის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული თანამშრომლობის შეთანხმების გაუქმების კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 მაისს წარადგინა, რის შემდეგაც დოკუმენტი პირველ ივნისს, პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა.

რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას 2003 წელს ქერჩში მოეწერა ხელი. მასში გაწერილი იყო აზოვის ზღვასა და ქერჩის ყურეში სავაჭრო და სამხედრო ხომალდების, ასევე სხვა ქვეყნების ხომალდების მიმოსვლის საკითხები.

უკრაინამ აღნიშნული შეთანხმება თავის მხრივ, 2023 წლის თებერვალში გააუქმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: “ნაცების” და “ქოცების”ერთადერთი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება”
შემდეგი სტატიაშემდეგ სასესიო კვირაში ჩვენ დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს და ეროვნულ ბანკს ვიხსნით საბოტაჟისგან, რასაც სალომე ზურაბიშვილი ატარებს – ზარქუა