რუსეთის ფედერაცია მოუწოდებს თურქეთს, თავი შეიკავოს სირიის ჩრდილოეთში ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს – ზახაროვა

რუსეთის ფედერაცია მოუწოდებს თურქეთს, თავი შეიკავოს სირიის ჩრდილოეთში ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თურქ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომელმაც შეიძლება, დაძაბულობის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სამხედრო ქმედებები სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების თანხმობის გარეშე წარმოადგენს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – აღნიშნა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, რომელმაც საქართველო ომამდე უნდა მიიყვანოს – დეპუტატები
შემდეგი სტატიანატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს მეტროს ტურნიკეტებს, რომელიც მიახლოებისას იკეტება, ვიდრე არ გადაიხდი, ნუთუ უკრაინამ საკმარისად არ გადაიხადა? – ზელენსკი