“რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის,” – კვირიკაშვილი მის მიმართვაზე ოფიციალური რუსეთის პასუხს აფასებს

პრემიერი კვირკაშვილი ოფიციალური რუსეთის პასუხს მის მიმართვაზე მთავრობის სხდომაზე აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთის პასუხი საუბრის სივრცეს ტოვებს. იგი მოუწოდებს პოლიტიკოსებს გადადგან ყველა ნაბიჯი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.

“ჩემი განცხადების ბევრი აფსურდული შეფასება მოვისმინე. როდესაც საუბარია მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე, ჩენ პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი პოლიტიკური იმიჯის ხარჯზე. რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. ჟენევის ფორმატში უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოიტანს,”-აცხადებს კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს კვირიკაშვილის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ მიმართვას, ოფიციალურმა რუსეთმა 12 მარტს უპასუხა, სადაც აღნიშნული იყო კმაყოფილება დიალოგის დაწყებისთვის მზადყოფნაზე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მომხდარი დაჭრა გახსნილია
შემდეგი სტატიამოვისმინე უამრავი აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე