რუსეთის მუქარა სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მისამართით, ახალი არ არის და ჩვენს ერთობას მხოლოდ აძლიერებს – ლიზ ტრასი

გაერთიანებული სამეფო შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

“რუსეთის მუქარა სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მისამართით, ახალი არ არის და ჩვენს ერთობას მხოლოდ აძლიერებს. შვედეთი და ფინეთი თავიანთი მომავალის არჩევაში თავისუფალი არიან, ყოველგვარი ჩარევის გარეშე – გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს მათ, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ”, – წერს ლიზ ტრასი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა-რუსეთმა ტყვეები მეოთხედ გაცვალეს – ვერეშჩუკი
შემდეგი სტატიაუმაღლესმა რადამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, გენოციდად აღიარა