უმაღლესმა რადამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, გენოციდად აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთისა და მისი არმიის მიერ ჩადენილი ქმედებები უკრაინაში, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. 363-მა სახალხო დეპუტატმა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის გენოციდის შესახებ“.

რეზოლუციაში მათ ასევე მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

უკრაინელი დეპუტატების თქმით, ეს რეზოლუცია უკრაინაში რუსეთისა და მისი არმიის დანაშაულების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების დასაწყისია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მუქარა სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მისამართით, ახალი არ არის და ჩვენს ერთობას მხოლოდ აძლიერებს – ლიზ ტრასი
შემდეგი სტატიადენისოვა – რუსების მიერ უკრაინელი ქალების გაუპატიურების ფაქტები მასობრივ ხასიათს ატარებდა