რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონი და 9 რაკეტა გავანადგურეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 9 “შაჰიდის” ტიპის დრონი და 9 რაკეტა გაანადგურეს.

“რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს 14 Kh-101/Kh-555 ტიპის საკრუიზო რაკეტებით, ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტითa და KAR Kh-59-ით. ასევე, 11 “შაჰიდის” ტიპის დრონით. საჰაერო ბრძოლის შედეგად, განადგურდა 18 სამიზნე: 9 Kh-101/Kh-555 ტიპის საკრუიზო რაკეტა და 9 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების თქმით, თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების დანაყოფები და გამანადგურებელი თვითმფრინავები. ასევე, მობილური სახანძრო ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს, ვუერთდები თქვენს ზეიმს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია