რუსეთის მიერ გაშვებული 10 “შაჰიდიდან” 9 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 10 “შაჰიდის” ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. როგორც უწყება ამბობს, მათ 9 დრონი ჩამოაგდეს.

“2 აპრილის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით ზაპოროჟიეს რეგიონის საჰაერო სივრციდან, ასევე 10 უპილოტო საფრენი აპარატით ოკუპირებული ყირიმიდან (კონცხ ჩაუდიდან). უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ცხრა “შაჰიდ-136/131 გაანადგურეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ალ ჯაზირა“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ ცილს სწამებს სააგენტოს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „ალ ჯაზირას“ რეპუტაციას, არამედ თანამშრომლების უსაფრთხოებას
შემდეგი სტატია3-5 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება