სააგენტო „ალ ჯაზირა“ ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტიის „ლიკუდის“ განცხადებას, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ დაუყოვნებლივ იმოქმედებს, რათა დახუროს გამოცემა „ალ ჯაზირა“.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ცილს სწამებს სააგენტოს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „ალ ჯაზირას“ რეპუტაციას, არამედ მისი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და უფლებებს მსოფლიოში.
„„ალ ჯაზირა“ პასუხისმგებლობას აკისრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრს პერსონალისა და სააგენტოს ოფისების უსაფრთხოებაზე მსოფლიოში, მისი წაქეზებისა და ცრუ ბრალდების სამარცხვინო ფორმის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქნესეთმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, აუკრძალოს საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს ოპერირება ისრაელში იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ახალი კანონის ფარგლებში, საერთაშორისო მედიისთვის ოპერირების აკრძალვის უფლება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კომუნიკაციების მინისტრს ექნებათ.