რუსეთის ხელმძღვანელობას სურს, დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა გამარჯვებად გაასაღოს – არესტოვიჩი

რუსეთის ხელმძღვანელობას დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლის გამარჯვებად გასაღება სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ტრადიციული ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის 55-ე დღის მთავარი ამბავი არის, რომ რუსეთმა დაიწყოს დონბასში საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა.

„მტერი ახლა ცდილობს, გამოავლინოს ჩვენის სუსტი მხარეები და შემდეგ ამ ადგილებზე იქნება კონცენტრირებული. ისინი ცდილობდნენ, ღამით ალყაში მოექციათ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იზიუმთან და ვოლნოვახასთან, თუმცა ეს არ გამოვიდა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის განცხადებით, რუსები ასევე ცდილობენ, აიღონ მარიუპოლი, რაც მათ ასევე არ გამოსდით.

„რუსეთი საკუთარ სამხედროებს არ ზოგავს და მათ სასიკვდილოდ იმეტებს. ამ გზით რუსეთის ხელისუფლებას სურს, საკუთარ ხალხს დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებთან გასვლა გამარჯვებად მიასაღოს. მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენი სამხედრო ძალები ამის საშუალებას მათ არ მისცემენ“, – თქვა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლში, „აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან ამომავალი გიგანტური კვამლი შეინიშნება – The Guardian
შემდეგი სტატიარუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – ფაშინიანი