მარიუპოლში, „აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან ამომავალი გიგანტური კვამლი შეინიშნება – The Guardian

უკრაინის ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან ამომავალი გიგანტური კვამლი შეინიშნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს მას შემდეგ, რაც ქარხანაში დაბანაკებულებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდეს.

როგორც Guardian-ი იუწყება, საპორტო ქალაქი, ომის დაწყების დღიდან, მუდმივი დაბომბვების შედეგად განადგურებულია, რამაც მოსახლეობა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლში 21 000 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული ძალები ქალაქს დაიცავენ – ხარკოვის მერი
შემდეგი სტატიარუსეთის ხელმძღვანელობას სურს, დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა გამარჯვებად გაასაღოს – არესტოვიჩი