რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, კეზერაშვილის კუთვნილი „გალფისთვის“ საწვავი შემოიტანა – მეგრელიშვილი

„თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო” დაემართა „ტვ პირველს“. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ნარატივის გასამყარებლად მომზადებული სიუჟეტით, თითქოს ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მათვე „შეეწერათ“, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტვ პირველის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომლის მიხედვით, საქართველოში რუსული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა საწვავი შემოიტანა.

მეგრელიშვილის თქმით, „სინამდვილეში, გემმა „ტვ პირველის“ ერთ-ერთი სპონსორის – კეზერაშვილის კუთვნილი „გალფისთვის“ საწვავი მართლაც შემოიტანა.

როგორც მეგრელიშვილი წერს, „ტვ პირველმა“ მიშას დაკვეთას საკუთარი სპონსორი შესწირა.

„თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო“ დაემართა „ტვ პირველს“. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ნარატივის გასამყარებლად მომზადებული სიუჟეტით, თითქოს ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მათვე „შეეწერათ“. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ჯერ არ დაწესებული სანქციების პირობებში (არ ვრცელდებოდა კონკრეტულ ტვირთზე). „ტვ პირველის“ ერთ-ერთი სპონსორის – კეზერაშვილის კუთვნილი „გალფისთვის“ საწვავი მართლაც შემოიტანა. ამაზე განმარტება გაკეთდა და ამასთან სახელმწიფოს რაიმე ფორმით კავშირიც გამოირიცხა. „ტვ პირველის“ გუნდს მათივე მომზადებული სიუჟეტი წინ დახვდათ. მართალია გასულ სიუჟეტში სიმართლე ბოლომდე არ თქვეს, მაგრამ, ფაქტია დღეს, უკვე ყველამ იცის, რომ კეზერაშვილმა რუსული გემით საქართველოში საწვავი შემოიტანა. რა გამოვიდა – მიშას პოლიტიკურ დაკვეთას შესწირეთ საკუთარი სპონსორიც?!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა
შემდეგი სტატიააზოვსტალისთვის ბრძოლა გრძელდება, მტერი მიწისქვეშა შესასვლელებს ეძებს – ანდრიუშჩენკო