პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში კომპანია „პლანტაციას“ ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს საწარმოში კომპანიის ხელმძღვანელმა ლანა ჟღენტმა უმასპინძლა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამების საშუალებით სახელმწიფო ფერმერებს და მეწარმეებს მაქსიმალურად მხარში უდგას.

საწარმოს სრული ინვესტიცია 300 000 ლარია. მეწარმემ დაფინანსება პროგრამების “აწარმოე საქართველოში” და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო და ჩაის პლანტაცია 5 ჰა ფართობზე გააშენა.

ადგილზე მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა სოფელ თხინვალში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა
შემდეგი სტატიარუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, კეზერაშვილის კუთვნილი „გალფისთვის“ საწვავი შემოიტანა – მეგრელიშვილი