“რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციათქო, არ მითქვამს, ასეთ რაღაცას როგორ ვიტყოდი”- აბაშიძე

news
ავტ.: news თებერვალი 9, 2017 14:02

“რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციათქო, არ მითქვამს, ასეთ რაღაცას როგორ ვიტყოდი”- აბაშიძე

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, პარლამენტში მისვლის მზადყოფნას გამოთქვამს.

„ჩვენი პარლამენტი ძალიან მიყვარს, მათ შორის იმიტომაც, რომ ქუთაისში ის შენობა მამაჩემის სახელობის ქუჩაზეა განლაგებული. სიამოვნებით მივდივარ ხოლმე იქ. თუ იქნება ამის საჭიროება, არანაირ პრობლემას არ ვხედავ.
როგორც ჟურნალისტებს აბაშიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, კარგად არ მოისმინეს მისი განცხადება, რომლის გამოც პარლამენტში იბარებენ.

“რაც შეეხება იმ განცხადებას, ეტყობა სწორად არ მოუსმინეს. რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციათქო, არ მითქვამს, როგორ ვიტყოდი ასეთ რაღაცას? მე ასე ვთქვი, ასე გავიმეორებ და ასეც არის და ეს ფორმულა მე ხშირად მსმენია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან – ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ შევამცირეთ გარეშე საფრთხეები, მათ შორის რუსეთთან დიალოგის მეშვეობით. ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ ჩვენს ევროპელ კოლეგას, ეს მათი ფორმულაა და აბსოლუტური ჭეშმარიტებაა“, – განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძემ განმარტებები ამ საკითხზე პრაღაში, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგაც გააკეთა და თქვა: “რუსეთთან დიალოგი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია”.

news
ავტ.: news თებერვალი 9, 2017 14:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics