რუსეთის ციხეებში 2015 წელს 4 ათასი პატიმარი გარდაიცვალა

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

2015 წელს რუსეთის ციხეებში 4 ათასამდე პატიმარი გარდაიცვალა – ამის შესახებ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა, იური ჩაიკამ გააკეთა განცხადება. გარდაცვალების მიზეზი ცუდი სამედიცინო მომსახურებაა, თქვა მან.
„დაკავებულთა შორის სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, 2015 წელს 3977 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთანავე, მათგან 87% სხვადასხვა დაავადებისაგან მოკვდა, მათ შორის სუსტი სამედიცინო დახმარების გამო, სამედიცინო აპარატურის და რამდენიმე სახეობა სამედიცინო მომსახურების არქონის გამო“ – განაცხადა ჩაიკამ რუსეთის ფედერაციის საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას. გენერალური პროკურორის განმარტებით, პატიმრები, რომლებიც შიდცით არიან დაავადებულები, გარდაცვალების დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან: „ახლა იზოლაციაში დაახლოებით 62 ათასი შიდსით დაავადებულია. მათ სახელმწიფოს გარდა ვერავინ დაეხმარება“ – თქვა ჩაიკამ. მისი აზრით, სახელმწიფომ თავისუფლებააღკვეთილთათვის წამლების შესყიდვის პროგრამა უნდა გადაახალისოს.

banner
წინა სტატიაშისერგეი შამბა:ჩვენ განწირულები ვართ
შემდეგი სტატიარუსების ნახევარზე მეტს „პანამის დოკუმენტების“ შესახებ არაფერი გაუგია