რუსების ნახევარზე მეტს „პანამის დოკუმენტების“ შესახებ არაფერი გაუგია

panamaრუსული „ლავანდა ცენტრის“ მიერ გამოკითხული რესპოდენტების 56$-მა განაცხადა, რომ მათ „პანამურ დოკუმენტებზე“ არაფერი გაუგიათ, 29%-მა თქვა, რომ არ აინტერესებთ ეს თემა. დოკუმენტებისადმი ინტერესი მხოლოდ 14%-მა გამოხატა.
მათგან, ვინც იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ის დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას ფლობს, თქვეს, რომ მათთვის პუტინის გარემოცვის მიერ ოფშორებში არსებული ანგარიშები სიახლეს არ წარმოადგენს. შეკითხვაზე, სკანდალი პუტინს უარყოფითად წარმოაჩენს თუ არა, 47%-ის პასუხი უარყოფითია – ისინი თვლიან, რომ სკანდალი პუტინს პირადად არ ეხება.
გამოკითხულთა 37%-ის აზრით, „პანამურ სკანდალს“ რუსეთში მსვლელობა არ მიეცემა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ციხეებში 2015 წელს 4 ათასი პატიმარი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჯუმბერ კირვალიძე:”ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ასეთი სუსტი პასუხი არ ეკადრება”