რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია ის გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს ვაქცევთ მეგობრად – კვარაცხელია

პრორუსი პროპაგანდისტის, ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ქართველი ხალხი 23 წლის განმავლობაში “იტანჯებოდა და მათ ფრენების აღდგენით შეძლეს მოჯადოებული წრის” გარღვევა . განცხადება კვარაცხელიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. კვარაცხელია იმ პირველ რუსულ ხომალდს ჩამოჰყვა, რომელმაც პირველი ავირეისი შეასრულა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით.

კვრაცახელიას მტკიცებით, ფრენების აღდგენასთან “ქართული ოცნება” არაფერ შუაშია.

“აქ ქართული ოცნება არაფერს შუაშია, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება “ქართულ ოცნობასთან”. ჩვენ ვართ ის ჯგუფი რომელმაც სახალხო დიპლომატიის დონეზე შევძელით გარღვევა ამ მოჯადოებული წრის, 23 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი იტანჯებოდა, ვისაც მიმოსვლა სჭირდებოდა და ჩვენ გავარღვიეთ ეს წრე,” – ამბობს კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა არის რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც მისასალმებელია, რადგან ჩვენი მოქალაქეებისთვის და ასევე, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია – სეფაშვილი
შემდეგი სტატიასააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვერაფრით იქნება, რადგან მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა – სუბარი