სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვერაფრით იქნება, რადგან მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა – სუბარი

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვერაფრით იქნება, რადგან მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიატოვა საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, მას არანაირი უფლება არ აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

„კაცმა არ იცის „ნაციონალური მოძრაობა“ მიაღწევს თუ არა 2024 წლის არჩევნებამდე, თუ მიაღწევს რა ძალა ექნება მას და როგორ იქნება. დადასტურდა, რამდენად მატყუარები არიან, რადგან თავიდან, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ სააკაშვილი მიდის ქართული პოლიტიკიდან და მას საქართველო არ აინტერესებს, დღეს მათ შეატრიალეს თემა და ამბობენ, რომ პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს. ჯერ ეს ერთიც პრემიერობის კანდიდატი ვერაფრით იქნება, რადგან სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიატოვა საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, მას არანაირი უფლება არ აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია ის გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს ვაქცევთ მეგობრად – კვარაცხელია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს შეხვდა