საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა არის რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც მისასალმებელია, რადგან ჩვენი მოქალაქეებისთვის და ასევე, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია – სეფაშვილი

საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა არის რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც მისასალმებელია, რადგან ჩვენი მოქალაქეებისთვის და ასევე, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრაგმატული თვალსაზრისით, ეს ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

„მანიპულაციური მოსაზრება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი ზოგიერთი დასავლელი კოლეგისაგან და ასევე, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, თითქოს ფრენების აღდგენა არ ეთანხმება ჩვენს ევროპულ პოლიტიკას, არ არის სწორი. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, ვიყოთ მათი საერთო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ. ჩვენც როდესაც გვექნება ევროკავშირის და ნატო-ს მსგავსი უსაფრთხოების ქოლგა და მის ქვეშ თავს დაცულად ვიგრძნობთ, გაცილებით თამამი და გაბედული გადაწყვეტილების მიღება შეგვეძლება. ამჟამად, ჩვენი ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ჩვენ ვახორციელებთ ფრთხილ, პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისა და მოძმე ხალხებთან ნდობის აღდგენის პროცესში“, – განაცხადა სეფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე არც ის ვიცი, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ფრენების აღდგენა და არც ის, რატომ არ იღებს ფრენებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას აშშ – კობახიძე
შემდეგი სტატიარუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია ის გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს ვაქცევთ მეგობრად – კვარაცხელია