რუსეთი სრულ საკარანტინო რეჟიმში უნდა იყოს, სანამ მეგალომანიისგან და არასრულფასოვნების კომპლექსისგან არ განიკურნება – დანილოვი

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი გამოეხმაურა ლატვიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა და ასევე, ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც აპირებს, რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზებით ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს.

„რუსეთი უნდა იყოს სრულ საკარანტინო რეჟიმში, სანამ არ განიკურნება მეგალომანიისგან და არასრულფასოვნების კომპლექსისგან. უკრაინის თავდაცვის ძალები დაეხმარება რუსეთის ფედერაციას ფაშიზმის რუსული შტამის მიმართ იმუნიტეტის განვითარებაში“, – წერს დანილოვი.

დანილოვმა, ასევე, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებას საკანონმდებლო და სამართლებრივი ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მცხოვრები ქართველები ბრეშაში უქომაგებენ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს
შემდეგი სტატიაევროკომისია – რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა