რუსეთი სირიაში მუდმივ სამხედრო ბაზას განათავსებს

8რუსეთი სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში საზღვაო-სამხედრო ბაზას სამუდამოდ განათავსებს – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ნიკალაი პანკოვმა. მისი თქმით, უწყებამ უკვე გააფორმა შესაბამისი დოკუმენტები.
“მომზადების დონე ძალიან მაღალია და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ მალე ამ დოკუმენტების რატიფიცირებას შევძლებთ” – განაცხადა პანკოვმა.

7 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს კუბასა და ვიეტნამში ისევ აღადგინოს სამხედრო ბაზები.
ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსეთი საკუთარი სამხედრო ნაწილების განთავსებას ეგვიპტეშიც აპირებს -წერს  “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაში„ოცნებაში“ მინისტრთა პორტფელებისთვის ბრძოლა დაიწყო?
შემდეგი სტატია24 ათას 667 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი